სტრუქტურული ცვლილებები – დაპირისპირება მმართველ გუნდში სტრუქტურული ცვლილებები – დაპირისპირება მმართველ გუნდში />


  12:12:58     25-06-2018

სტრუქტურული ცვლილებები – დაპირისპირება მმართველ გუნდში

a80260.jpg

„ქართულ ოცნებაში“ მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების თაობაზე მიმდინარე კონსულტაციები დასრულდა. მმართველი გუნდის  გადაწყვეტილებით, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს შეუერთდება. 

გაერთიანდება, ასევე, იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროები და ერთ უწყებად გაერთიანდება დევნილთა სამინისტრო და შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა  გიორგი გაჩეჩილაძემ Presa.ge-სთან საუბარში დადებითად შეაფასა სტრუქტურულ ცვლილებების ის ნაწილი, რომელიც დევნილთა სამინისტროდან ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და მოწყობის ფუნქციების ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეერთებას ითვალისწინებს.

„ციხეების მშენებლობაა დაგეგმილი, დევნილების სახლები შენდება და ეს ყველაფერი თავს მოიყრის ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რომ კონცენტრირებულად ყველა მშენებლობა, გზები იყოს, რაც ბიუჯეტიდან დაფინანსდება ერთ სამინისტროში. ეს კორუფციულ რისკებს ამცირებს და თან უფრო ოპერატიული ხდება ასე ვთქვათ, ეს საქმიანობა,“ - განაცხადა  გიორგი გაჩეჩილაძემ.

​პარლამენტარმა არ დააკონკრეტა, ცვლილებების შედეგად, რომელი მინისტრი დატოვებს თანამდებობას, თუმცა აღნიშნა, რომ  იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების შეერთების  შემდეგ, თეა წულუკიანი მინისტრის თანამდებობაზე აუცილებლად უნდა დარჩეს. 

„ყოველთვის ვამბობ, რომ იუსტიციის სამინისტროს აქვს ძალიან დიდი ტვირთი ჰააგის პროცესი მიდის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, განაჩენი უნდა გამოვიდეს, იმ განაჩენის შემდეგ რა დადგება კიდევ და იმას რა პროცესები მოჰყვება კიდევ სხვა ამბავია, ამიტომ, ვინც წამოიწყო ეს საკითხი და წამოიწყო წულუკიანმა, ის უნდა დარჩეს ამ ეტაპზე აუცილებლად მინისტრად,“ - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

თეა წულუკიანთან დაკავშირებით, საწინააღმდეგო პოზიცია აქვს საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, დავით ჭიჭინაძეს რომელიც მიიჩნევს, რომ  იუსტიციის მოქმედმა  მინისტრმა  თანამდებობა არ უნდა დატოვოს.

როგორც დავით ჭიჭინაძემ ჟურნალსიტებს განუცხადა, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად,  მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები შეთანხმებულია, თუმცა, განათლებისა და კულტურის სამინისტროების შერწყმამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

`ახალი მინისტრების ვინაობა ჩვენც გვაინტერესებს, თუმცა ერთდროულად ამდენი ინფორმაცია უნდა გადახარშო და სიახლეებს ნელ-ნელა გვაწვდიან. რაც შეეხება წულუკიანს, როცა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა, მას წულუკიანმა შეცდომებზე მიუთითა, ამიტომ თუ მინისტრის პოსტს დატოვებს, „ქართულ ოცნებასაც“ შეცდომებზე უკეთესად მიუთითებს. როცა თავისუფალი იქნება, მეტი საშუალება ექნება საუბრის“, – განაცხადა დავით  ჭიჭინაძემ.

​როგორც ცნობილია, სამინისტროების რაოდენობის შემცირება მცირე მთავრობის კონცეფციის თანახმად იგეგმება, რომელთან დაკავშირებითაც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის რამდენიმე კონსულტაცია უკვე გაიმართა.
0

ავტორი: