საბერძნეთში უნებართვო სექსუალური მომსახურების ფაქტზე ქართველი ქალი დააკავეს საბერძნეთში უნებართვო სექსუალური მომსახურების ფაქტზე ქართველი ქალი დააკავეს />


  16:27:54     30-06-2018

საბერძნეთში უნებართვო სექსუალური მომსახურების ფაქტზე ქართველი ქალი დააკავეს

a80201.jpg

საბერძნეთის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ვოლოსის ტერიტორიაზე სპეცოპერაციის შედეგად უნებართვოდ სექსუალური მომსახურეობის ფაქტზე, 36 წლის საქართველოს მოქალაქე ქალბატონი დააკავეს. 

როგორც პოლიცია იტყობინება, იგი ბოლო შვიდი თვის განმავლობაში, მსგავსი კანონდარღვევის ფაქტზე რიგით მეოთხე ქართველი დაკავებულია.

კანონდამრღვევები სპეციალურად შექმნილი ინტერნეტ საიტის საშუალებით 100 ევროს სანაცვლოდ მამაკაცებს სექსუალური მომსახურეობის გასაწევად ვოლოსის ერთ-ერთ სასტუმროში ხვდებოდნენ. მორიგი სპეცოპერაციის ფარგლებში საბერძნეთის პოლიციის თანამშრომლის მიერ დანიშნულ შეხვედრაზე სექსუალური მომხურეობის გასაწევად ამჯერად სწორედ ეს ქალბატონი გამოცხადდა, რომელიც პოლიციის ინფორმაციით დანიშნული თანხის აღების შემდგომ იქნა კიდეც დაკავებული.

ვოლოსის პროკურატურამ საქართველოს მოქალაქე  "სექსუალური მომოსახურეობის შესახებ"კანონის დარღვევის ბრალდების წარდგენის შემდგომ, სასამართლო სხდომამდე გაათავისუფლა.

საბერძნეთის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია აგრძელებს გამოძიებას აღნიშნული და მსგავსი ტიპის ინტერნეტ-საიტების დასადგენად.

საბერძნეთში სექს მომსხურება ლეგალური მომსახურეობაა და მისით დასაქმებისათვის მსურველს შესაბამისი ნებართვა ჭირდება. 0

ავტორი: