„მირზა სუბელიანი ჩემთან სახლში იყო მოსული, ბიბლია გადმოგვცა საჩუქრად და ხატი ბავშვის სახელზე“ „მირზა სუბელიანი ჩემთან სახლში იყო მოსული, ბიბლია გადმოგვცა საჩუქრად და ხატი ბავშვის სახელზე“ />


  13:01:55     22-06-2018

„მირზა სუბელიანი ჩემთან სახლში იყო მოსული, ბიბლია გადმოგვცა საჩუქრად და ხატი ბავშვის სახელზე“

a80167.jpg

„გამოძიების მიმდინარეობისას, ნათელი იყო, რომ  პროკურატურა სრულად ითვალისწინებდა მირზა სუბელიანის ინტერესებს და ამის მიზეზი ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეზე სუბელიანის ხელთ არსებული ინფორმაცია იყო“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძემ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დეპუტატების წინაშე განაცხადა, სადაც დეტალურად ისაუბრა, როგორც მკვლელობის დეტალებზე ასევე მკვლელობის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე.

„რაღაც მუხლით მაინც არის დამნაშავე მირზა სუბელიანის შვილი, თუნდაც ხულიგნობა, თუნდაც ორგანიზატორობა. პლუს ამას მირზა სუბელიანის ცოლის დისშვილი ერთვება ამ საქმეში, რომელიც მკვლელია ჩემი შვილის, ამას ვერავინ გადამარწმუნებს უკვე დარწმუნებული ვარ. 

მაქსიმალურად ეცადა მირზა სუბელიანი, რომ სხვა გზით წასულიყო ეს გამოძიება. რასაც პირდაპირ ადასტურებს ის ფაქტები, რომ ბატონი გიორგი გახარია როცა მიმტკიცებს დღეს, რომ ჩემი უწყება გამოიძიებსო, მისმა უწყებამ პირველად დაიწყო ამ საქმის გაყალბება. შემიძლია კომენტარი გავაკეთო ვანო მერაბიშვილის გაყვანის ფაქტებთან დაკავშირებით, რომელ ინფორმაციასაც ფლობს მირზა სუბელიანი.

ფაქტია, რომ მირზა სუბელიანის ინტერესებს აბსოლუტურად იცავდა პროკურატურა და ითვალისწინებდა ყველაფერს. მირზა სუბელიანი ჩემთან სახლში იყო მოსული, ეს მოხდა მისი შვილის დაკითხვის შემდეგ , მომიბოდიშა და მომისამძიმრა იქაც პროცესზე. მე არ ვიყავი, ჩემი მეუღლე დახვდა. ბიბლია გადმოგვცა საჩუქრად და ხატი ბავშვის სახელზე. დანარჩენი არაფერი კომუნიკაცია,... მიბოდიშებდა, რომ ალბათ, რაღაც შეცდომა დავუშვი ბავშვის აღზრდაშიო“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მთავარი პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი შს სამინისტრომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების გადაბარების შემდეგ დააკავა. 

მირზა სუბელიანი ბრალდებულია  სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
0

ავტორი: