12:57:57     22-06-2018
„ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ინფორმაციით, კლუბის ოფისში პოლიცია შევიდა
ღამის კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ზვიად გელბახიანის ინფორმაციით, კლუბის ოფისში სამართალდამცველები შევიდნენ, - ამის შესახებ გელბახიანი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
„ბასიანის ოფისში შსს შემოვიდა, ჩხრიკავენ ოფისს მიაქვთ ყველა დეკლარაცია. როგორც ჩანს შოუ არ დამთავრებულა“, - წერს გელბახიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღამის კლუბ „ბასიანში“ გარკვეული დოკუმენტების ამოღება მხარეებთან შეთანხმებით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, 12 მაისს კლუბ „ბასიანისა“ და „გალერის“ ტერიტორიაზე სპეცრაზმი შევიდა - შსს-ს ინფორმაციით ნარკორეალიზატორთა დასაკავებლად. კლუბებში სამართალდამცველების მსგავსი ფორმით შეჭრა საზოგადოების ნაწილმა გააპროტესტა და ამას რამდენიმედღიანი აქციები მოჰყვა რუსთაველის გამზირზე.
0
ავტორი: