ზაზა სარალიძე: სამხარაულის ექსპერტიზა გასაუქმებელია და ხელახლაა ჩასატარებელი ზაზა სარალიძე: სამხარაულის ექსპერტიზა გასაუქმებელია და ხელახლაა ჩასატარებელი />


  12:19:49     22-06-2018

ზაზა სარალიძე: სამხარაულის ექსპერტიზა გასაუქმებელია და ხელახლაა ჩასატარებელი

a80158.jpg

„სამხარაულის ექსპერტიზა გასაუქმებელია და ხელახლაა ჩასატარებელი.რაც სამწუხაროდ, აღარ ჩატარდება“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ პარლამენტში, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც იმ გარემოებებზე ისაუბრა, რაც მისი თქმით, კითხვის ნიშნებს აჩენს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადებულ დასკვნაში. 

ექსპერტს კითხეს, შესაძლოა თუ არა იდენტური დანები დაახლოებით 5 ყოფილიყო გამოყენებული ჩემი შვილის ნაწილში, მან თქვა, რომ არ გამოვრიცხავო, შესაძლებელიაო. აქედან გამომდინარე, ეს დასკვნა აბსურდულია. 

ამასთან, სამხარაულის ექსპერტიზამ დამალა და არ იმსჯელა ტანსაცმელზე არსებულ დაზიანებებზე, რომელიც პირდაპირ გამორიცხავდა მხოლოდ და მხოლოდ დანების მოქმედებას. 

დაზიანებული იქნა საქმეში არსებული ერთ-ერთი დანა, რომელიც, როგორც თვითონ განმარტეს, დაზიანდა საექსპერტო მოქმედების დროს. გამოცადეს მუყაოზე, ქაღალდსა და ნაჭერზე. რომელმა მუყაომ გაღუნა დანის წვერი? გასთვალისწინებელია, რომ ამ დანას ედავებოდნენ ჩემი შვილის ნაწილში 10 ჭრილობას და ლევანის შემთხვევაში ნეკნის გატეხვას. ამ ჭრილობებმა ვერ გაღუნეს და მუყაომ გაღუნა? ეს იყო მიზანმიმართულად დაზიანებული დანა.

არ იყო გამოკვლეული ლევან დადუნაშვილის შარვალზე მიშხეფებული სისხლი. ვის ეკუთვნის არ არის დადგენილი.

როგორ მოხდა, რომ დანაზე, რომელსაც ჩემი შვილის დაჭრაშიც ფიგურირებს, ჩემი შვილის დნმ პროფილი წაიშალა და ლევან დადუნაშვილის დარჩა, პასუხი ექსპერტიზის ბიუროს არაფერზე არ გაუცია,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
0

ავტორი: