თბილისში, წერეთლის გამზირზე, „მეგატექნიკის“ მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა დღეს მოხდა.
ჩამსხვრეულია მაღაზიის კარებები. სავარაუდოდ ქურდებმა მაღაზიაში შეღწევას სწორედ ამ მეთოდით შეძლეს.
არსებული ინფორმაციით, მაღაზიიდან წაღებულია მობილური ტელეფონები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს. სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. უწყებაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.
0
ავტორი: