ბათუმში, სასტუმროს დაცვის თანამშომელები არასრულწლოვნებმა ცემეს ბათუმში, სასტუმროს დაცვის თანამშომელები არასრულწლოვნებმა ცემეს />


  14:21:54     21-06-2018

ბათუმში, სასტუმროს დაცვის თანამშომელები არასრულწლოვნებმა ცემეს

a80130.jpg

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სასტუმრო „მერკურის“ კერძო დაცვის თანამშრომელს არასრულწლოვნები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

თვითმხილველების თქმით, მოზარდებმა ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცს თავის არეში დაზიანება ქვით მიაყენეს.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადამ, დაშავებული მამაკაცი რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 0

ავტორი: