ზაზა სარალიძე: შსს პროკურატურის მოცემულობის ბოლომდე მიყვანას ცდილობს ზაზა სარალიძე: შსს პროკურატურის მოცემულობის ბოლომდე მიყვანას ცდილობს />


  13:43:33     21-06-2018

ზაზა სარალიძე: შსს პროკურატურის მოცემულობის ბოლომდე მიყვანას ცდილობს

a80128.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრო ცდილობს პროკურატურის მოცემულობის ბოლომდე მიყვანას მეორე ინსტანციაში, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ ზაზა სარალიძემ საქმეზე საუბრისას განაცხადა. 

„ჯერჯერობით გამოძიებაში არანაირი სიახლე არ არის. რაც მაქვს ბოლო ინფორმაცია, შსს ცდილობს პროკურატურის მოცემულობის ბოლომდე მიყვანას მეორე ინსტანციაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს სურს გაბათილდეს საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ეკა არეშიძის განაჩენი", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არასრულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე მიესაჯა.

აღნიშნული განაჩენის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის საქმის იმ დამატებითი გარემოებების დასადგენად დაიწყო, რომლებიც მკვლელობის ძირითადი საქმის სასამართლოში განხილვისას გამოიკვეთა.
0

ავტორი: