10:51:01     11-06-2011
ლედი გაგას რეიტინგი დაეცა
ლედი გაგას ალბომმა “Born This Way” ამერიკულ ჩართებში ლიდერობა შეინარჩუნა. “ბილბორდის” ინფორმაციით, ფირფიტა, მიუხედავად პოპ-ვარსკვლავების ალბომების გაყიდვის შემცირებისა, მაინც ჰიტ-პარადის პირველ ადგილზე დარჩა.
კომპანია “Nielsen SoundScan” – ის მონაცემებით, 30 მაისიდან 5 ივნისამდე, “Born This Way” – ის 174 ათასი ასლი გაიყიდა, მაშინ როცა ტირაჟი მილიონი ეგზემპლარია. მაშასადამე, ლედი გაგას სტუდიური ნამუშევრის მიმართ ინტერესი 83 პროცენტით დაეცა.
ამჯერად, ჩარტების მეორე ადგილზე ინგლისელი მომღერლის, ადელის ალბომი, სახელწოდებით “21” – ია. მესამე ადგილი კი Death Cab For Cutie - ის “Codes and Keys” – მ დაიკავა. ს
0