ქალი პოლიტიკოსები უფრო იოლად ხვდებიან თავდასხმის ქვეშ, ვიდრე გაცილებით უფრო სერიოზული არგუმენტების არსებობის შემთხვევაში, მამაკაცი პოლიტიკოსები, - ასეთი კომენტარი გააკეთა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების მხრიდან თეა წულუკიანის კრიტიკის საპასუხოდ.
„რომ ვაკვირდები, რა სახეს იღებს პერსონალური შეტევა, მგონია, ქალი პოლიტიკოსები უფრო იოლად ხვდებიან თავდასხმის ქვეშ, ვიდრე გაცილებით უფრო სერიოზული არგუმენტების არსებობის შემთხვევაში, მამაკაცი პოლიტიკოსები.
არ მიყვარს ასეთი ხაზგასმა, მაგრამ ბოლო პერიოდში ასეთი განცდა გამიჩნდა. ეს ჩემში პროტესტის გრძნობას იწვევს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
0
ავტორი: