ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე გამთენიისას მეწყერი ჩამოწვა, - ამის შესახებ განცხადებას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა შეფერხების გამო ბორჯომიდან 07:15 საათზე გასულმა „კუკუშკამ“ მგზავრების ბაკურიანში ჩაყვანა ვერ შეძლო.
„მიწის მასები სოფელ დაბასთან მისასვლელ გზაზე, მერვე კილომეტრის მერვე პიკეტზე ჩამოიშალა. შეფერხების გამო, ბორჯომიდან 07:15-ზე გასულმა „კუკუშკამ“ მგზავრების ბაკურიანში ჩაყვანა ვერ შეძლო. მომხდარის გამო არავინ დაშავებულა. წინასწარი ინფორმაციით, მეწყერის გამომწვევი მიზეზი წყლის მილი გახდა, რომელმაც წყალი ვერ გაატარა და ნიადაგი ფერდობზე ჩამოიშალა. ლიანდაგი მეწყრული მასით არის დაფარული. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები,“ - ნათქვამია განცხადებაში.
მოძრაობა რამდენიმე დღეში, სამუშაოების დასრულების შემდეგ განახლდება. „საქართველოს რკინიგზა“ შეფერხების გამო, მგზავრებს ბოდიშს უხდის
0
ავტორი: