10:49:51     11-06-2011
სირიაში დემონსტრანტებს ვერტმფრენებიდან ესვრიან
სირიაში სამხედროებმა ანტისახელისუფლო გამოსვლების მონაწილეებს ცეცხლი ვერტმფრენებიდან გაუხსნეს. ამის შესახებ “როიტერი” იტყობინება. მიტინგის მონაწილეები აცხადებენ, რომ სულ მცირე 32 დაღუპულია.
როგორც ცნობილია, ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყო. დემონსტრაციები სასტიკად იქნა დარბეული არმიისა და ქვეყნის უსაფრთხოების ძალების მიერ. არეულობების მსხვერპლი, ოპოზიციის მონაცემებით, ათასზე მეტი ადამიანი გახდა.
შეტაკებების დროს იღუპებიან როგორც დემონსტრანტები, ისე სამხედრო მოსამსახურეები და პოლიციელები. სირიის ხელისუფლება, თავის მხრივ, ბრალს “შეიარაღებულ ბანდიტებს” სდებს, რომელთაც უცხო ქვეყნიდან მართავენ. 0