ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიას მთავრობა დამტკიცებისთანავე პარლამენტში წარადგენს ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიას მთავრობა დამტკიცებისთანავე პარლამენტში წარადგენს />


  12:51:06     20-06-2018

ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიას მთავრობა დამტკიცებისთანავე პარლამენტში წარადგენს

a80082.jpg

ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია პრაქტიკულად მზად არის და მთავრობა მზად არის, დამტკიცებისთანავე პარლამენტში წარმოადგინოს.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალსიტებს განუცხადა, სიასთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე  ჩატარდა უმრავლეობაში და  საუბარი გაიმართა ოპოზიციასთანაც.

„როგორც ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე, ასევე არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით კონკრეტული მსჯავრდებული და ბრალდებული პირები არიან. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ადამიანები, ერთი მხრივ, პასუხისგებაში მიეცნენ და მათ მიმართ მართლმსაჯულება განხორციელდეს. მეორე მხრივ კი მათ საერთაშორისო მასშტაბით ყველანაირ შეზღუდვებს შევუქმნით, რათა ამ ადამიანებმა საკუთარ თავზე იგრძნონ, თუ რას ნიშნავს ადამიანის უფლებებისა და სიცოცხლის ხელყოფა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე ინფორმაციით, მუშაობა დაწყებულია, რათა საერთაშორისო ფორმატებში რუსეთზე ზეწოლა გაგრძელდეს. 0

ავტორი: