12:08:39     20-06-2018
"დროებითი მთავრობა შინაარსით, პასუხებითა და კომპეტენციითაც სრულიად დროებითი აღმოჩნდა"

დროებითი მთავრობა შინაარსით, პასუხებითა და კომპეტენციითაც სრულიად დროებითი აღმოჩნდა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისი განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობის ფორმატში მთავრობის მოსმენამ მხოლოდ გააღრმავა ის ნეგატიური შეფასება, რომელიც ამ გუნდის მიმართ არსებობს.
„ვერ მოვისმინეთ ვერაფერი კონკრეტული ვერც პროგრამასთან და ვერც შემადგენლობასთან დაკავშირებით. ვერ გავიგეთ რამდენად მზად არის პრემიერი შეცვალოს თუნდაც იმავე პროკურორის ნომინირების წესი, რაც საზოგადოებას ასე აწუხებს და ეყოლება საქართველოს ნორმალური პროკურორი თუ კვლავ წულუკიანის დასახელებული იქნება. დროებითი მთავრობა შინაარსით, პასუხებითა და კომპეტენციითაც სრულიად დროებითი აღმოჩნდა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
0