11:22:36     20-06-2018
აშშ-ში დაკავებულ ქართველ მოკრივეს 40-წლიანი პატიმრობა ემუქრება
აშშ-ში დაკავებულ ქართველ მოკრივეს, ავთანდილ ხურციძეს 40-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
ამერიკული გამოცემების ინფორმაციით, ხურციძის წინააღმდეგ შესაძლოა ვიდეომტკიცებულებს ემუშავა. მათივე ცნობით, ბრალდების მხარე აპირებდა ნაფიცი მსაჯულებისთვის წარედგინა რამდენიმე ვიდეომტკიცებულება, რომელშიც ნათლად ჩანს, თუ როგორ ემუქრება ან ესხმის თავს ადამიანებს ხურციძე ე.წ. კანონიერი ქურდის, რაჟდენ შულაიას სახელით.
„ერთ-ერთ ასეთ ვიდეოში ხურციძე სახეში ურტყამს მამაკაცს, რომელმაც, სავარაუდოდ, შულაიას მფლობელობაში მყოფი ერთ-ერთი სამორინედან ფული მოიპარა. შემდეგ შულაია სილას ურტყავს იმავე მამაკაცს და ამბობს, რომ თუ ფულს არ გადაიხდის, ამას შედეგები მოჰყვება“, - წერს New York Post-ი.
ავთანდილ ხურციძისა და რაჟდენ შულაიას საქმის პროკურორის ენდრიუ თომასის განცხადებით, „შულაია ნამდვილი ხელმძღვანელი, ხურციძე კი მისი ჯარისკაცი იყო“, თუმცა ხურციძის ადვოკატი, მეგან ბენეტი აცხადებს, რომ „ხურციძემ და შულაიამ ერთმანეთი საქართველოში გაიცნეს და ურთიერთობდნენ, თუმცა კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირი არ ჰქონიათ“.
ნიუ-იორკის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს.
0
ავტორი: