ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველი მოკრივე დამნაშავედ ცნო ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველი მოკრივე დამნაშავედ ცნო />


  10:47:01     20-06-2018

ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველი მოკრივე დამნაშავედ ცნო

a80075.jpg

ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე ნიუ-იორკის სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ნაფიცმა მსაჯულებმა ხურციძე ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს.

რადიო "თავისუფლება" იუწყება, რომ ჯერჯერობით უცნობია რამდენი წლით პატიმრობას შეუფარდებს სასამართლო ხურციძეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება 21 სექტემბერს გამოცხადდება.

შეგახსენებთ, ქართველი სპორტსმენები ლევან მაყაშვილი და ავთანდილ ხურციძე, აშშ-ში საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის, თაღლითობის მომზადებისა და რეკეტში მონაწილეობის ბრალდებით გასული წლის 8 ივნისს დააკავეს.

0

ავტორი: