11:40:21     19-06-2018
ზუგდიდში ძმამ და დაჭრა
ზუგდიდში ძმამ და დაჭრა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში მოხდა.
ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 11-პრიმა-117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახური ძალადობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მათივე ცნობით, ბრალდებული დაკავებულია.
სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.
0