11:18:32     19-06-2018
"ევროპული საქართველო" ამ მთავრობას მხარს ვერ დაუჭერს"

„ევროპული საქართველო“ ამ მთავრობას მხარს ვერ დაუჭერს, - ამის შესახებ პარტიის წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომა მიმდინარეობს.
მისი თქმით, მამუკა ბახტაძე ისევეა პასუხისმგებელი იმ წარუმატებელ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, რომელმაც ქვეყანაში გაჭირვება და სიღარიბე მოიტანა, როგორც ბიძინა ივანიშვილის ნებისმიერი ხელქვეითი.
"იმის გამო, რომ ამ მთავრობის არსი არ იცვლება და ეს არის ბიძინა ივანიშვილის ხელქვეითების მთავრობა, შეუძლებელია, რომ ნებისმიერმა ასეთმა ცვლილებამ რაიმე სარგებელი მოუტანოს ქვეყანას“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
0