11:15:03     19-06-2018
"ჩემი სურვილი ყოველთვის იყო ექიმობა და არა პოლიტიკოსობა"

ნუ ჩამომართმევთ საკითხის მსუბუქად წარმოჩენაში, მაგრამ ჩემი სურვილი ყოველთვის იყო ექიმობა და არა პოლიტიკოსობა, როგორც 2012-ში ასევე 2018-ში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ პარლამენტში განუცხადა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს უნდა მივცეთ პირველი სიტყვის თქმის უფლება ახალ მთავრობაში.
„გუნდში, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს კონსულტაციები მთავრობის განახლებულ შემადგენლობაზე, რომელიც პარლამენტის წინაშე სამ კვირაში წარდგება. ამ კონსულტაციებში მეც ჩართული ვარ. დამერწმუნეთ, ღრმად ვაცნობიერებ, რომ ეს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია და მათი ინტერესიც რელევანტურია. თუმცა ყველაფერს თავის წესი აქვს და ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრს უნდა მივცეთ პირველი სიტყვის თქმის უფლება ახალ მთავრობაში“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
0