დავით უსუფაშვილი მამუკა ბახტაძეზე: ასე სახაჭაპურეც კი არ იმართება, არათუ სახელმწიფო დავით უსუფაშვილი მამუკა ბახტაძეზე: ასე სახაჭაპურეც კი არ იმართება, არათუ სახელმწიფო />


  16:33:12     18-06-2018

დავით უსუფაშვილი მამუკა ბახტაძეზე: ასე სახაჭაპურეც კი არ იმართება, არათუ სახელმწიფო

a80030.jpg

იქნებ პარლამენტში მაინც ეყოს ვინმეს ცოდნაც, სახელმწიფოებრივი აზროვნებაც, მიდგომებიც და პრემიერობის ახალ კანდიდატს კარგად განუმარტონ, რა საქმეს კიდებს ხელს ეს კაცი, რა ჩარჩოებში უნდა ჩასვას თავისი თავიც და მთავრობაც, რა შემთხვევაში შეძლებს ქვეყნის ასე თუ ისე გაძღოლას, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „შენების მოძრაობის“ დამფუძნებელი დავით უსუფაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ პარლამენტისთვის ტექნიკური მთავრობის წარდგენის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აცხადებს. 

უსუფაშვილის თქმით, ქვეყანა კონსტიტუციით იმართება და ის პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატს მისი წინადადების გადახედვას ურჩევს.

„ასე სახაჭაპურეც კი არ იმართება, არათუ სახელმწიფო. თუ კიდევ რამე გამიკვირდებოდა ამ დღეებში, ნამდვილად არ მეგონა. იმიტომ, რომ საჭიროა სასწრაფოდ მთავრობას თუ დასახელებულ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ვინმემ კონსტიტუცია მიაწოდოს და კონსტიტუციას ჩახედონ და ყველა, ვინც ამაზე საუბრობს, ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდნენ იმაზე, რომ ეს ქვეყანა იმართება კონსტიტუციით. რას ნიშნავს ცოტა ხანი დავამატკიცებთ და მერე სხვა რაღაცას გავაკეთებთ და მერე კიდევ დავამტკიცებთ?! თუ კანონი არ მიიღეს სტრუქტურული ცვლილებების შეცვლაზე, ან ახალი შემადგენლობა წარმოადგინეს, ასე „ჰაი-ჰარად“ წარმოდგენილი მთავრობა დარჩეს ქვეყანას? ეს ყოვლად წარმოუდგენელია, ხალხო. 

ნამდვილად არ მეგონა, ამ დღეებში კიდევ რამე თუ გამიკვირდებოდა. ერთადერთი იმედი ახლა პარლამენტზეა. იქნებ პარლამენტში მაინც ეყოს ვინმეს ცოდნაც, სახელმწიფოებრივი აზროვნებაც, მიდგომებიც და ახალ პრემიერს თუ პრემიერობის კანდიდატს კარგად განუმარტონ, რა საქმეს კიდებს ხელს ეს კაცი, რა ჩარჩოებში უნდა ჩასვას თავისი თავიც და მთავრობაც და რა შემთხვევაში შეძლებს ქვეყნის ასე თუ ისე გაძღოლას“, - ამბობს უსუფაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე პარლამენტს წინადადებით მიმართავს, მომდევნო ორი დღის განმავლობაში მთავრობის დამტკიცების პროცედურა მხოლოდ ფორმალურ რეჟიმში გაიაროს. 
0

ავტორი: