სერგო რატიანი: რასაც მამუკა ბახტაძე აკეთებს, არის უკან გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი სერგო რატიანი: რასაც მამუკა ბახტაძე აკეთებს, არის უკან გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი />


  13:34:10     18-06-2018

სერგო რატიანი: რასაც მამუკა ბახტაძე აკეთებს, არის უკან გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი

a80016.jpg

რასაც მამუკა ბახტაძე აკეთებს, არის უკან გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

სერგო რატიანს შენიშვნები  იმ ადამიანებთან დაკავშირებით აქვს, რომლებიც მამუკა ბახტაძემ მთავრობაში დატოვა.

„რასაც მამუკა ბახტაძე აკეთებს - ადამიანები, ვინც შეარჩია და ვინც დატოვა თანამდებობებზე, არის კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი. „ევროპული საქართველო“ მოითხოვდა სამინისტროების რაოდენობის შემცირებას. წინა ჯერზე მმართველმა გუნდმა ეს გააკეთა, მაგრამ მთავარი მოთხოვნა, რისთვისაც უნდა მომხდარიყო უწყებების შემცირება, ეს უნდა ყოფილიყო ბიუროკრატიის შემცირება,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.
0

ავტორი: