„ქართული ოცნების“ ოფისში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან ერთად მთავრობის ახალ წევრებზე მსჯელობენ, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არ ესწრება.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა სულ 14 მინისტრი უნდა დაასახელოს.
რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციას, მათ ნაწილს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, თეა წულუკიანთან კითხვები აქვს, ნაწილი კი ამბობს რომ იუსტიციის მინისტრმა თანამდებობა უნდა შეინარჩუნოს.
ცნობილია, რომ ცვლილებები იქნება ეკონომიკურ გუნდში, დიდი ალბათობით, თანამდებობას ვერ შეინარჩუნებს დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელის შემცვლელებად, გავრცელებული ინფორმაციით, მაია ცქიტიშვილი და გიორგი ბაჩიაშვილი განიხილებიან.
თუ მაია ცქიტიშვილი ინფრასტრუქტურის მინისტრობიდან ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე გადაინაცვლებს, მაშინ მას მოადგილე ირაკლი ქარსელაძე ჩაანაცვლებს.
კულტურის მინისტრის თანამდებობაზე კი, საკრებულოს დეპუტატი ბექა დავითულიანი მოიაზრება.
თანამდებობას ტოვებს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და მას აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე შეცვლის.
0
ავტორი: