იაპონიაში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა იაპონიაში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა />


  10:08:53     18-06-2018

იაპონიაში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

a79998.jpg

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად 3 ადამიანი, მათ შორის 9 წლის გოგონა დაიღუპა, 200-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა, - ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

6,1 მაგნიტურის სიმძლავრის მიწისძვრა კუნძულ ოსაკაზე მოხდა. სტიქიის გამო 170 000 სახლს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

უსაფრთოების გამო გააჩერეს ჩქაროსნული მატარებლები და მეტრო. მგზავრების მიღება შეწყვიტა კანსაის აეროპორტმაც. სპეციალისტები ცდილობენ დაადგინონ დააზიანა თუ არა მიწისძვრამ თვითმფრინავის ასაფრენი ბილიკები.

უკვე ცნობილია, რომ კუნუძლზე მდებარე ატომური სადგურები არ დაზიანებულა. ცნობები ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
0

ავტორი: