ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევას 28 წლის ქალი ემსხვერპლა.
მსუბუქი ავტომობილი გრიგოლ კოკაიას ხეივანში ხეს შეეჯახა. შემთხვევა დღეს დილით დაახლოებით 08:00 საათზე მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს.
0
ავტორი: