„მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები აუცილებელად იქნება, ეს არის მამუკა ბახტაძის პოზიცია“ „მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები აუცილებელად იქნება, ეს არის მამუკა ბახტაძის პოზიცია“ />


  13:36:18     16-06-2018

„მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები აუცილებელად იქნება, ეს არის მამუკა ბახტაძის პოზიცია“

a79984.jpg

მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები აუცილებელად იქნება, ეს არის მამუკა ბახტაძის პოზიცია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მინისტრთა ახალ კაბინეტში ახალი სახეები ყველა შემთხვევში იქნებიან, თუმცა მასშტაბების შესახებ ირაკლი კობახიძე არ საუბრობს.

„ახალი სახეები ყველა შემთხვევში იქნებიან, სულ მცირე, არის დასასახელებელი ახალი კანდიდატი ფინანსთა სამინისტროსთვის. იქნებიან ასევე სხვა ახალი კანდიდატები. ცვლილებები აუცილებელად იქნება მთავრობის შემადგენლობაში, ეს არის ბატონი მამუკას პოზიცია, თუმცა რა მასშტაბის იქნება ეს ცვლილებები, ამას ვიხილავთ ჩვენ, როდესაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დაასახელებს მთავრობის შემადგენლობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, სხვადასხვა მიმართულებით არის საჭირო პოლიტიკის განახლება და ახალი ინიციატივები.

„ველოდებით ახალ ინიციატივებს. ბატონი მამუკა გამოირჩევა იმით, რომ მას ქონდა ძალიან კარგი ინიციატივები, ამ ინიციატივებს მხარი დავუჭირეთ პარლამენტმა და უკვე ვხედავთ ხელშესახებ შედეგებს, ამ ინიციატივებიდან გამომდინარე. ახლა მნიშვნელოვანია ახალი ინიციატივები, მე არ დავასწრებ ბუნებრივია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, მან თავად უნდა წარმოადგინოს ინიციატივები, ჩვენ გვექნება სერიოზული მსჯელობა ამასთან დაკავშირებით პარლამენტში და მე დარწმუნებული ვარ, მთავრობის ახალი შემადგენლობა უზრუნველყოფს ჩვენი პოლიტიკის განახლებას სწორი მიმართულებით და ახალ ენერგიას შესძენს ჩვენს პოლიტიკას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

​მისივე თქმით, მთავრობის ფორმირების დასრულების შემდეგ, გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატზე მსჯელობა განახლდება.
0

ავტორი: