12:39:22     16-06-2018
გურიაში უცხოელი ბიზნესმენი და მისი მეუღლე დააყაჩაღეს
გურიის სოფელ დაბა ლაითურში ებრაელი ბიზნესმენის სახლი დააყაჩაღეს. დამნაშავეებმა, რომელთა ვინაობაც დადგენილი არ არის, ბიზნესმენსა და მის მეუღლეს სასტიკად სცემეს. ბოროტმოქმედები სასოფლო ინვენტარით, ნაჯახით, უროთი და ჩაქუჩით იყვნენ შეიარაღებულები.
იგორ ასკაროვის სახლში დამნაშავეები დაახლოებით ღამის 12:00 საათისთვის შეიჭრნენ. იმ დროს ადგილზ ეიმყოფებოდა მისი მეუღლე, ლეილა ლომინაძე და რამდენიმე მეზობელიც, თუმცა დამნაშავეებს მეზობლებისთვის არ უცემიათ, ისინი მხოლოდ დააბეს სკამებზე.
ევრაელ ბიზნესმენს სოფელ დაბა ლაითურში რამდენიმემილიონიანი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. ასკაროვი ამბობს, რომ ეს მასზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის და გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.
დამნაშავეებმა სახლიდან ოქროს სამკაული და 20 ლარი წაიღეს.
0