საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საკანონმდებლო ორგანოსთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ შესაბამისი აქტი გამოსცა.
„საქართველოს კონსტიტუციის 801 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წამოყენებულ იქნეს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი მამუკა ბახტაძის კანდიდატურა”, – აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წამოყენების შესახებ პრეზიდენტის განკარგულებაში.
საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა და შესაბამისი წარდგინება პრეზიდენტს გადაუგზავნა.
0
ავტორი: