თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანების საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია მომავალ კვირაში დაზარალებულ ოჯახებს მოუსმენს.
საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, კომისიას შინაგან საქმეთა სამინისტროდან და სასამართლოდან მასალები დროულად გადაეგზავნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლების მიზანია, საქმეზე გონივრულ დროში ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდეს.
მისივე განმარტებით, ხელისუფლების მზაობა ჩანს, რომ კომისიის საქმიანობას საფრთხე არ შეექმნას და ოპერატიულად იმუშაოს
„მომავალ კვირაში, დაგეგმილია კომისიის სხდომების გამართვა. მომდევნო სხდომაზე კი, მოწვეული არიან დაზარალებული ოჯახები სარალიძე, დადუნაშვილი და მათი ადვოკატები. პირველად დაზარალებულ ოჯახებს მოვუსმენთ და მათთან გასაუბრება გვექნება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
0
ავტორი: