საქართველოს მოქალაქეებისთვის მონტენეგროში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა საქართველოს მოქალაქეებისთვის მონტენეგროში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა />


  15:54:53     15-06-2018

საქართველოს მოქალაქეებისთვის მონტენეგროში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა

a79965.jpg

დღეს ძალაში შევიდა მონტენეგროს სავიზო პროცედურების შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2018 წლის 15 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, უვიზოდ შევიდნენ მონტენეგროს ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყების ცნობით, უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე შეუძლიათ, მონტენეგროს ტერიტორიაზე გაემგზავრონ და დაჰყონ 90 დღე 180 დღიან პერიოდში.
0

ავტორი: