„ქართული ოცნების“ ოფისში პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე მსჯელობენ „ქართული ოცნების“ ოფისში პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე მსჯელობენ />


  17:34:12     14-06-2018

„ქართული ოცნების“ ოფისში პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე მსჯელობენ

a79935.jpg

მმართველი გუნდი მთავრობის განახლებული შემადგენლობის ფორმირების საკითხზე მსჯელობს. 

„ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის ლიდერები და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. შეხვედრა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით მიმდინარეობს, სადაც განხილვის მთავარი თემა პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე შეჯერება იქნება.

უმრავლესობის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება და დღეს გადაწყდება, თუ ვის წარადგენს უმრავლესობა პრემიერ-მინისტრის პოსტზე. ამასთან, წინასწარი ინფორმაციით, დღეს ცალკეული მინისტრობის კანდიდატურებზეც იმსჯელებენ. 
0

ავტორი: