უმრავლესობის წევრმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა არ გამორიცხა უმრავლესობის წევრმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა არ გამორიცხა />


  20:34:27     13-06-2018

უმრავლესობის წევრმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა არ გამორიცხა

a79909.jpg

„თუ არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს პასუხები არ გაეცა, სრულიად ლეგიტიმური იქნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან კობერიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„ჩემი დაკვირვებით, ჩვენ პრობლემები და გამოწვევები გვაქვს სამართლიანობასთან და სასჯელის დადგომასთან დაკავშირებით. მაგალითად, სარალიძის საქმეზე.

ასე რომ, თუ არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს პასუხები არ გაეცა, სრულიად ლეგიტიმური იქნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა“, - აღნიშნა კობერიძემ. 
0

ავტორი: