ადა მარშანია: მალე პარლამენტის წინ იმდენი ადამიანი შეიკრიბება, რომ ბოკერია, მდინარაძე და კობახიძე თავის კაბინეტებში ვერ შეაღწევენ ადა მარშანია: მალე პარლამენტის წინ იმდენი ადამიანი შეიკრიბება, რომ ბოკერია, მდინარაძე და კობახიძე თავის კაბინეტებში ვერ შეაღწევენ />


  13:58:29     13-06-2018

ადა მარშანია: მალე პარლამენტის წინ იმდენი ადამიანი შეიკრიბება, რომ ბოკერია, მდინარაძე და კობახიძე თავის კაბინეტებში ვერ შეაღწევენ

a79889.jpg

"პატრიოტთა ალიანსი" მოითხოვს, რომ პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია, რის საფუძველზეც წინა ხელისუფლების მმართველობას მიეცემა კვალიფიკაცია, როგორც სასტიკ, ანტიეროვნულ და კრიმინალურ რეჟიმს“.

როგორც "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ადა მარშანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ახლო მომავალში, მისი ფრაქცია შესაბამისი შინაარსის რეზოლუციის პროექტს შეიტანს.

"დიდი ხანია დროა, პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია, სადაც კვალიფიკაცია მიეცემა სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობას, როგორც სასტიკ, ანტიეროვნულ და კრიმინალურ რეჟიმს. უახლოეს დღეებში შემოვიტანთ რეზოლუციის პროექტს პარლამენტში და ძალიან ვეცდებით უმრავლესობის მხარდაჭერა მოვიპოვოთ. ცხადია, ამ დოკუმენტს ბატონი კობახიძე და მდინარაძე, როგორც ბოკერიას მოკავშირეები და მხარდამჭერები მხარს არ დაუჭერენ, მაგრამ ქართველი ხალხი, ქართული საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს და აკვირდება ამ უმძიმეს პროცესებს. ხალხი ბრმა არ არის და მალე პარლამენტის წინ იმდენი ადამიანი შეიკრიბება, რომ  ბოკერია, მდინარაძე და კობახიძე თავის კაბინეტებში ვერ შეაღწევენ.  საჯაროდ ვამბობ, 30 ათასი ადამიანი გამოვდივართ აქციებზე და ჩვენ თქვენ დაგვცინით, გვიყალბებთ არჩევნებს და ამასობაში ხელისუფლების მიერ მიზანმიმართულად ინერგება ყალბი აზრი თითქოსდა „ნაცმოძრაობას“ ნახევარი ამომრჩეველი ყავს. ეს სიცრუე მთელი სიგრძით და სიგანით გამოჩნდა რუსთაველზე“, - განაცხადა ადა მარშანიამ.

მისივე თქმით, პროკურატურამ და შსს-მ გახმაურებული საქმეები თაროებიდან უნდა ჩამოიღონ და დამნაშავეები დაისაჯონ. 0

ავტორი: