12:33:32     13-06-2018
მარნეულის მერის დაკავების ფაქტზე პროკურატურაში დაზარალებულის გამოკითხვა მიმდინარეობს
მარნეულში ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში მოწმეებისა და დაზარალებულის გამოკითხვა მიმდინარეობს.
მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს. არსებული ინფორმაციით, წუხელ ფაქტთან დაკავშირებით, პროკურატურაში დაიკითხა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, რომელიც მოგვიანებით დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 1443 მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში დღეს, 14:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება.
0