„ქართულ ოცნებაში“ არ ადასტურებენ, რომ დღევანდელი სხდომა სამთავრობო ცვლილებებს შეეხება „ქართულ ოცნებაში“ არ ადასტურებენ, რომ დღევანდელი სხდომა სამთავრობო ცვლილებებს შეეხება />


  13:19:43     12-06-2018

„ქართულ ოცნებაში“ არ ადასტურებენ, რომ დღევანდელი სხდომა სამთავრობო ცვლილებებს შეეხება

a79850.jpg

მმართველი გუნდის წევრები არ ადასტურებენ, რომ „ქართული ოცნების“ ოფისში დღეს დანიშნული უმრავლესობის სხდომა მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს შეეხება.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ Presa.ge-ს განუმარტა, სხდომის შესახებ შეტყობინება უკვე მიიღო, მაგრამ რა იქნება განსახილველი საკითხი, მისთვის უცნობია.

გავრცელებული ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება, სადაც მსჯელობა მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს შეეხება.
0

ავტორი: