14:07:08     11-06-2018
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა 13 ივნისს, ქუთაისში გაიმართება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა 13 ივნისს, ქუთაისში გაიმართება.
როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დღეებში კომისიის წევრები გაეცნობიან საქმის მასალებს, რომელიც სასამართლოდან და პროკურატურიდან პარლამენტში გადაიგზავნება.
„საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ვიმსჯელებთ, თუ ვინ და როდის უნდა დავიბაროთ სხდომაზე, მე ვფიქრობ, პირველ რიგში, სარალიძესა და დადუნაშვილს უნდა მოვუსმინოთ და უფრო სიღრმისეულად უნდა გავეცნოთ მათ პრეტენზიებს და შემდეგ უნდა განვსაზღვროთ ე.წ. საგამოძიებო სტრატეგია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
0