პრემიერის შემდეგ წულუკიანს „აჰაჰავებენ“ - რატომ დასცინიან იუსტიციის მინისტრს? პრემიერის შემდეგ წულუკიანს „აჰაჰავებენ“ - რატომ დასცინიან იუსტიციის მინისტრს? />


  13:33:35     11-06-2018

პრემიერის შემდეგ წულუკიანს „აჰაჰავებენ“ - რატომ დასცინიან იუსტიციის მინისტრს?

a79785.png

მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელის მომხმარებლებმა, პრემიერ კვირიკაშვილს, თეა წულუკიანის მხარდასაჭერი განცხადების გამო დასცინეს, მან, „დაჰაჰავების“ გადასაფარად ინტერნეტ ბოტები გამოიყენა და „ბიბისიზეც“ მოხვდა. 

დღეს კი, სოციალური ქსელის მომხმარებლები, იუსტიციის მინისტრს „აჰაჰავებენ“ იმ განცხადების გამო, სადაც თეა წულუკიანი შოთაძეს აქებს და აცხადებს რომ ის მისი გადადგომის მომხრე არ იყო. 

შეგახსენებთ რომ თეა წულუკიანის გადადგომას შვილმოკლული მამა, ზაზა სარალიძე ითხოვს. წულუკიანს გადადგომისაკენ მოუწოდებენ არასამთავრობოებიც, თუმცა, იუსტიციის მინისტრი სკამს ებღაუჭება... 

ეს კი, მისი ის განცხადებაა, რის გამოც, საქართველოს მოქალაქეები, თეა წულუკიანს დასცინიან:

„ირაკლი შოთაძის გადადგომა რომ სამართლის უზენაესობის გზაზე სიარულისთვის ცალსახა ნეგატივია, ამას დრო აჩვენებს ძალიან კარგად.
მათგან განსხვავებით, ვინც ამას ითხოვდა, ვიცი რაზე ვსაუბრობ - მიმუშავია მასთან და ვიცი.

მის ამ გადაწყვეტილებას მე არ ვეთანხმები, იცის, ვუთხარი, არ გაიზიარა.

მსურს, მადლობა გადავუხადო მას იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მისი ხელმძღვანელობის პირობებში პროკურატურა იჩენდა ყველა სამართლებრივი პროგრესული იდეისა თუ რეფორმის მხარდასაჭერად. ტრაფარეტულად ჟღერს? აბა, მე მკითხეთ შოთაძემდე პროკურატურაზე ამბებს მოგიყვებით ბევრს.

მსურს მადლობა გადავუხადო მას ასევე იმისათვის, რაც მან რამდენიმე წუთის წინ მითხრა - გადავდგები და დაიჯერებენ, რომ მართალი ვარ. იმედი მაქვს მეც.

დამოუკიდებელი სასამართლო გვინდაო. დღეს დამოუკიდებელმა მოსამართლემ პროკურორის პოზიცია ასი პროცენტით არ გაიზიარა და ამიტომ მოვითხოვეთ მთავარი პროკურორის „თავი“. ეს სისტემურად არასწორია. რას ვეუბნებით პროკურორებს ამით? - ოდნავ თუ ვინმე მოგეჩვენა დამნაშავედ, დააკავე, აიძულე, მოგცეს ჩვენება, თორემ მოსამართლემ თუ ბრალდებული გაგიმართლა, საზოგადოება შენს თავს მოითხოვს?

ახლა კი მინდა მივმართო საჯაროდ საქართველოს ყველა პროკურორს: მე თქვენ გენდობით. მინდა, გენდობოდეთ მომავალშიც და ამიტომ გთხოვთ, არაფრის ფასად არ დაყაროთ ფარ-ხმალი, რადგან ჩვენ ცუდი წარსული გვინახავს ერთად. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პროგრესის გზაზე სიარული.

ამიტომაც, მანამ სანამ ახალი ხელმძღვანელი დაინიშნება, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ჩვეული სიდინჯე და მიუხედავად ყველაფრისა, გჯეროდეთ, რომ დაზარალებულმა იცის, რამხელა ჯაფა გადგათ. მაგრამ დაზარალებულს არ მოსთხოვოთ, არ ჰქონდეს ემოციები“, - წერს სოციალურ ქსელში წულუკიანი თეა.


0

ავტორი: