მალხაზ მაჩალიკაშვილი:  რომელი ტყვიაც დააჭედეს ჩემს შვილს თავში, ამ ტყვიას თუ დამაჭედებენ მაშინ გამიტანენ აქედან მალხაზ მაჩალიკაშვილი: რომელი ტყვიაც დააჭედეს ჩემს შვილს თავში, ამ ტყვიას თუ დამაჭედებენ მაშინ გამიტანენ აქედან />


  12:33:47     11-06-2018

მალხაზ მაჩალიკაშვილი: რომელი ტყვიაც დააჭედეს ჩემს შვილს თავში, ამ ტყვიას თუ დამაჭედებენ მაშინ გამიტანენ აქედან

a79776.jpg

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ამბობს, რომ ის რაც ამ წუთებში რუსთაველზე ხდება კანონდარღვევაა. „ჩემი პირველი მოთხოვნაა ის ადამიანები გამოუშვით, ვინც დააკავეთ“- აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.

„არის ყველანაირი მცდელობა დაშალონ აქცია გვიგზავნიან პროვოკატორებს. ეს შეიძლება შეფასდეს, რომ ეს არის დანაშაული, ჩვენ ხომ მოქალაქეები ვართ არაფერს ვაშავებთ, ვითხოვთ იმ ადამიანების დასჯას, იმის გამო ვართ აქ. ჩვენ ვცდილობთ, რომ დანარჩენი ახალგაზრდობაც იყოს დაცული ამ დამნაშავეების ხელში. ესენი თუ არ წავიდნენ ეს იქნება ყოველთვის ასე,“-აცხადებს მაჩალიკაშვილი.

მისი თქმით, ის აპირებს იმ დრომდე დარჩეს აქციაზე, ვიდრე ყველა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

„ბოლომდე კი არა, მე გუშინ განვაცხადე, რომელი ტყვიაც დააჭედეს ჩემს შვილს თავში ამ ტყვიას თუ დამაჭედებენ მაშინ გამიტანენ, მაგრამ ჩემს ზურგს უკან დიდი ძალა დგას. ჩემს ზურგს უკან დგას ხალხი, კეთილი, ვაჟკაცი ხალხი, ეს არის ძალა,“-აცხადებს მაჩალიკაშვილი.

0

ავტორი: