მალხაზ მაჩალიკაშვილი "ევროპულ საქართველოს": რატომ არ ახსენებთ კომისიაში თემირლანის საქმეს? მალხაზ მაჩალიკაშვილი "ევროპულ საქართველოს": რატომ არ ახსენებთ კომისიაში თემირლანის საქმეს? /> "/> " />


  11:23:19     11-06-2018

მალხაზ მაჩალიკაშვილი "ევროპულ საქართველოს": რატომ არ ახსენებთ კომისიაში თემირლანის საქმეს?

a79773.jpg

თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა "ევროპულ საქართველოს" უსაყვედურა.

"საყვედური მაქვს "ევროპულ საქართველოსთან". ოთხჯერ შეახსენეს, რატომ არ ახსენებდნენ მაჩალიკაშვილის საქმეს საგამოძიებო კომისიაში, ვითომ არ ესმოდათ. ჩვენ ხომ ვიყავით პრემიერთან და შევხვდით, ჩემი პრემიერთან მიღებაც იყო ძალით. ეს ჩემი განცხადების შემდეგ მოხდა. ყველა ჩემი მოთხოვნა იყო გაჟღერებული პრემიერთან - აღიაროს სახელმწიფომ ეს დანაშაული, აღიარონ თემირლანის უდანაშაულობა. თემირლანი მოკლეს, ამას ვერსად გავექცევით. ეს არის რეალობა. ჩემთან ჩაიდინეს ტერორისტული აქტი. ეს სახელმწიფოს შეცდომაა“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ცნობისთვის, "ევროპულ საქართველოს“ დროებით საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობა აქვს.

0

ავტორი: