14 ივნისს ევროპარლამენტარები საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას მიიღებენ 14 ივნისს ევროპარლამენტარები საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას მიიღებენ />


  11:19:16     11-06-2018

14 ივნისს ევროპარლამენტარები საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას მიიღებენ

a79772.jpg

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე ხვალისთვის დაგეგმილ დებატებზე დასასწრებად ქართული დელეგაცია სტრასბურგში გაემგზავრა.

14 ივნისს კი ევროპარლამენტარები საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას მიიღებენ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ოკუპაციიდან 10 წლის შემდეგ - ასეთია დებატების ოფიციალური სათაური.

„საზღვრების გავლება, ადამიანების გატაცება, ტატუნაშვილი-ოთხოზორიას მკვლელობა, გამოძიებული დანაშაულებები - ყველა ის საკითხი, რაც წლების განმავლობაში საქართველოს შეშფოთების საკითხი იყო არის ასახული და არის ცალსახა მხარდაჭერა გამოხატული საქართველოს მიმართ.

შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთიანი სულისკვეთება ევროკავშირისა და ევროპარლამენტის, რომელიც გამოხატული იქნება ჯერ დებატებში სამშაბათს და შემდეგ ხუთშაბათ“-აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი.

საპარლამენტო უმცირესობაში კი ამბობენ, რომ ხელისუფლებამ არ დახარჯა სათანადო ძალისხმევა, რომ რეზოლუციაში გათვალისწინებული ყოფილიყო ოთხოზორია ტატუნაშვილის სიის და სანქციების ნაწილი. 0

ავტორი: