16:08:22     10-06-2018
პარლამენტთან დაგეგმილი აქცია 17.00 საათზე დაიწყება

პარლამენტთან დაგეგმილი ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია ერთი საათით გადაიდო.
აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, გადადების მიზეზი რეგიონებიდან დაძრული კოლონების დაგვიანებაა.
ცნობისთვის, ამ წუთებში, პარლამენტის შენობის წინ უკვე იკრიბებიან მოქალაქეები.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე მანქანით გადაადგილება შეიზღუდება.
0