„თეა, წადი!“ - ამ წარწერით იუსტიციის სახლში შავი ბუშტები გაუშვეს „თეა, წადი!“ - ამ წარწერით იუსტიციის სახლში შავი ბუშტები გაუშვეს />


  16:56:12     08-06-2018

„თეა, წადი!“ - ამ წარწერით იუსტიციის სახლში შავი ბუშტები გაუშვეს

a79713.jpg

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტმა ანა სუბელიანმა, სხვა სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, იუსტიცის სახლში შავი ბუშტები გაუშვა წარწერით „თეა წადი.“ ამ ფორმით მათ იუსტიციის მინისტრის გადადგომა მოითხოვეს.

„ეს არის ყველაზე სამარცხვინო და უპასუხისმგებლო მინისტრი ჩვენი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში რაც გამოვცადეთ. ეს არის მინისტრი რომელმაც დადებითად შეაფასა შოთაძის საქმიანობა, მინისტრი რომელიც არაფრად აგდებს სასამართლო ხელისუფლებას და მუდმივად შეურაცხყოფას აყენებს და ცდილობს დააკნინოს სხვადასხვა ფორმით და არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, მინისტრი, რომელმაც გატენა მთელი სისტემა პარტ-აქტივით,"-აცხადებს ანა სუბელიანი.

თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია დღეს 19:00 საათზე იუსტიციის სახლთან გაიმართება.

აქციაში არასამთავრობო სექტორო და სამოქალაქო აქტივისტები მიიღებენ მონაწილეობას.
0

ავტორი: