14:59:26     08-06-2018
მამუკა მდინარაძე: ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს და არავისზე ხელის დაფარებას არ ვაპირებთ

"პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს და არავისზე ვაპირებთ ხელის დაფარებას".
ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომელიც ამავდროულად, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრიც არის, რომელმაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შესწავლა დაიწყო.
„თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ პრეცედენტები, თუ რამდენი შემთხვევა მსოფლიოში, როცა ხელისუფლება კონკრეტულ საქმეზე საგამოძიებო კომისიას ქმნის. პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს და არავისზე ხელის დაფარებას არ ვაპირებთ. პირველ რიგში, მოხდება საქმის მასალების გამოთხოვა, ჩავიხედავთ თუ რა ხდება საქმეში, ამის შემდეგ შინაარსთან დაკავშირებით უფრო მეტად შევძლებთ მსჯელობას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა დღეს გაიმართა.
0