14:24:05     08-06-2018
ზაზა სარალიძე: მე დავასახელე რამდენიმე გვარი, ვინც დაკითხულიც კი არ ყოფილან

პარლამენტის საგამოძიებო კომისია, რომელმაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე უნდა შეისწავლოს, დღეს მუშოაბს ოფიციალურად შეუდგა. სხდომის დაწყებამდე, კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე და კომისიის წევრები "ევროპული საქართველოდან" მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს დახურულ კარს მიღმა პირისპირ შეხვდნენ.შეხვედრის შემდეგ "პრესა.ჯი" ზაზა სარალიძეს ესაუბრა:
-რა არის თქვენი მთავარი სურვილი საგამოძიებო კომისიასთან და რა ინფორმაცია მიაწოდეთ კომისიის თავმჯდომარეს, ხომ არ არის რაიმე სიახლე გუშინდელი ანალოგიური შეხვედრის შემდეგ?
-რა არის თქვენი მთავარი სურვილი საგამოძიებო კომისიასთან და რა ინფორმაცია მიაწოდეთ კომისიის თავმჯდომარეს, ხომ არ არის რაიმე სიახლე გუშინდელი ანალოგიური შეხვედრის შემდეგ?
-ჩემს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, იურიდიული თუ არაიურიდიული მიმართულებით, ჩემს მიერ მოპოვებული, თუ მასალებში არსებული, აბსოლუტურად ყველაფერი ვთქვი. ასევე მასალებში შეკერილი საქმის დეტალებზე ვისაუბრეთ.
-როგორ ფიქრობთ, საგამოძიებო კომისიამ პირველ რიგში, საიდან უნდა დაიწყოს მუშაობა, მიეცით თუ რჩევა კომისიის წევრებს?
-ისევ იმ პოზიციაზე ვარ, რომ უნდა დაიბარონ ის პირები, პროკურორები, გამომძიებლები, ნებისმიერი ადამიანი, ვინც ცდილობდა საქმის შეკერვას. მე დავასახელე რამდენიმე გვარი, თუმცა მათ ვინაობაზე საჯარო საუბრებში თავს ვიკავებ. არიან პირები, ვინც დაკითხულიც კი არ ყოფილან. კომისია მოიძიებს ამ პირებს აუცილებლად და გაესაუბრება თავიდან ბოლომდე.
-ეკა ბესელია გამოეხმაურა თქვენს განცახდებას, სადაც ეკა ბესელიასთან ერთად კომისიასთან თანამშრომლობაზეც უარს ამბობთ. ეკა ბესელიამ პოლიტიკური გზავნილი უწოდა თქვენს განცხადებას და თქვა, რომ შეურაცხყოფა არასდროს მოუყენებია. იქნებ, დააკონკრეტოთ, სინამდვილეში რატომ ითხოვთ კომისიისგან მის ჩამოშორებას?
-აბსოლუტურად ვითანამშრომლებ ამ კომისიასთან დღე-ღამის ნებისმიერ დროს, რადგან ვენდობი თავიდან ბოლომდე. უკვე გვქონდა ამ თემაზე საუბარი და მიმაჩნია, რომ კომისიამ მუშაობა დაუყონებლივ უნდა დაიწყოს. ეკა ბესელიას რაც შეეხება, ამ წუთასაც მეუბნებით, რომ ეკა ბესელიამ პოლიტიკური გზავნილი დაინახა შენს უკანო...
-მან ამის შესახებ მას შემდეგ თქვა, რაც თქვენ არაერთხელ დაადანაშაულეთ, რომ შეურაცხყოფა მოგაყენათ და არ გსურთ მისი კომისიის წევრობა..
-ნახეთ ტელევიზიით შემდგარი ჩემი და ეკა ბესელიას საუბარი, სადაც მან თქვა, რომ ჩემს უკან პოლიტიკური ფიგურები არიან ამოფარებული. სწორედ ამიტომ არ ვენდობი ადამიანებს, ვინც მსგავს ბრადლებას მიყენებენ. კიდევ ვიმეორებ, რომ პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის და აბსოლუტურად ვემიჯნები „ნაციონალურ მოძრაობასაც“, ოცნებასაც“ და კიდევ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომელთა სახელებიც არ ვიცი. ჩემი მიზანი ამ საქმეში ჭეშმარიტების დადგენაა. გამაგებინეთ, ადამიანი, როცა შეურაცხყოფას მაყენებს, იმას როგორ უნდა ვენდო?
-ნანახი მაქვს თქვენი და ეკა ბესელიას სატელევიზიო საუბარი და მე პირადად არ დამრჩა აზრი, რომ მან თქვენ რაიმე შეურაცხყოფა მოგაყენათ. მისი განცხადების ადრესატი „ნაციონალური მოძრაობა“ იყო. თქვენ რატომ გეწყინათ?
-ადამიანი, რომელიც მეუბნება, რომ პოლიტიკური ფიგურები დგანან ჩემს უკან, ნიშნავს იმას, რომ მე ეკა ბესელიას ჯერ დედა შევაგინო და შემდეგ ბოდიში მოვუხადო, არ გამითვალისწინებია შენი გინება მეთქი, იგივე ფაქტორია ზუსტად.
-თუკი ეკა ბესელია არ დატოვებს საგამოძიებო კომისიას, თქვენთვის ეს პრობლემა იქნება?
-მე ვითანამშრომლებ ყველანაირად, მაგრამ ეკა ბესელიას უნდობლობას ვუცხადებ. დანარჩენი კომისიის წევრების მიმართ აბსოლუტური ნდობით ვარ აღჭურვილი და მჯერა, რომ ეს ხალხი მიაღწევს მიზანს და დაადგენს, ვინ მფარველობდა გამოძიებას, ვინ არიან ჩემი შვილი მკვლელები?
-კომისია დღეიდან აქტიურად გამართავს სხდომებს. თქვენ აპირებთ მის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღოთ?
-სადაც ჩავთვლი საჭიროდ, ამ კომისიის სხდომას დავესწრები, სადაც კომისიის წევრები ჩათვლიან საჭიროდ, რომ ჩემი ყოფნა აუცილებელია, ასევე დავესწრები, ჩემი ადვოკატი ყველა სხდომას დაესწრება და ეს მაინც ერთსა და იგივეს ნიშნავს. კომისია გამოიძიებს დეტალებს და დადებს შედეგს...
-გასაგებია, მაგრამ კომისიის მუშაობას, შედეგის დადებამდე დრო სჭირდება, თქვენ კი ორ დღეში აქცია გაქვთ დაანონსებული. აპირებთ შეცვალოთ თქვენი გადაწყვეტილება?
-აქცია ძალაში რჩება, რადგან კომისია საგამოძიებო მოქმედებებთან კავშირში არ არის. ველოდები კონკრეტულ შედეგს ხელისუფლებისგან, რომელსაც აქვს ხელმოსაჭიდი იმ პირებზე, ვინც უნდა დააკავონ. საუბარია კონკრეტულ პირებზე.
-თქვენ იცით, ვინ არიან ეს კონკრეტული პირები?
-რა თქმა უნდა, მივაწოდე მინისტრებს ინფორმაცია, რომ ეს პირები არიან ხელმოსაჭიდნი, რომელთან წვდომაც აქვთ. მე სახლში დაბრუნებას არ ვაპირებ და ჩემი შვილის ღირსებას ბოლომდე დავიცავ. მინდა ყველა ჟურნალისტი გამოვიყენო და ვთქვა: ფეისბუკზე წერენ, თითქოს ჩემი შვილი ყოფილა გამომძალველი, მოძალადე, ვიღაცეებს თავს ტუალეტში აყოფინებდა, და ა.შ. მივმართავ 51-ეს სკოლის ადმინისტრაციას, დაუყონებლივ გამოააშკარავონ ჩემი შვილის ვინაობა, თუ იყო მოძალადე, ხმამაღლა თქვან, არავინ არ დამალოს არაფერი. თუკი ამ სკოლაში ძალადობის ფაქტები ხდება, უნდა დამეთანხმოთ, რომ ასეთ შემთხვევაში სკოლის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხი მაშინვე დგება. მე ვერ ვხედავ ვერავის აქტიურობას სკოლის მხრიდან, ჩემი შვილის სულის სიწმინდის დასაცავად. მინდა, რომ თუკი, ჩემი შვილი რაიმეში იყო დამნაშავე ხმამაღლა თქვან და თუ ასე არ იყო, ისიც ხმამაღლა ითქვას.
0