12:08:24     08-06-2018
ზაზა სარალიძე: თუ ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება, 10 ივნისს პოლიტიკური პარტიების აქციას შევუერთდები

ხორავას ქუჩაძე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე აქციების გაგრძელებას იმ შემთხვევაში აპირებს, თუ ხელისუფლება 10 ივნისამდე კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს.
მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ თუ ეს ნაბიჯები არ გადაიდგმება, ის 10 ივნისს პოლიტიკური პარტიების მიერ დაანონსებულ აქციაზე აუცილებლად მივა.
„10 ივნისამდე ველოდები კონკრეტულ ნაბიჯებს. გამოძიების შედეგები მე ძალიან კარგად ვიცი. ჩემი გეგმებიც ყველამ ძალიან კარგად იცის. 10 რიცხვამდე მივეცი ვადა და ჩამოვთვალე კონკრეტული პირები, რომელთა დაკავების სრული საფუძველი გააჩნიათ. ამ პირებს თუ არ დააკავებენ გაგრძელდება აქციები სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
0
ავტორი: