საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკურ კამპანიას და შესაბამის პროცედურებს იწყებს.
„სამართლებრივ დონეზე, ჩემი რეაქცია იქნება მაქსიმალურად მკაცრი - ჩემმა იურისტებმა დაიწყეს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურებისთვის მზადება! ეს განცხადება ბუნებრივია გაიგზავნება იმ მრავალრიცხოვან ებრაულ ორგანიზაციებში, რომლებიც მთელ მსოფლიოშია განთავსებული, საერთაშორისო ორგანიზაციებში, აშშ-ის კონგრესის ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტში. სააკაშვილის მხრიდან გაჟღერებული, სიძულვილით გამსჭვალულ ანტისემიტურ და რასისტულ განცხადებაზე ველი შესაბამის რეაქციას პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების მხრიდან, მედიის და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან! იმედი მაქვს, ისინი გაემიჯნებიან ასეთ განცხადებებს და მოახდენენ კიდეც შესაბამის რეაგირებას. დიდი მადლობა მედიას, რომ გამოიჩინეთ ყურადღება" -განაცხადა მიხეილ შალელაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.
პარლამენტარი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს წინააღმდეგ ანტისემიტური და რასისტული განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს, რომელიც ცოტა ხნის წინ "რუსთავი 2"-ის ეთერში გადაცემაში გააკეთა.
„არ მქონდა ნანახი „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული გადაცემა, სადაც მიხეილ სააკაშვილმა სიტყვა-სიტყვით - „აფერისტი და რუსი ებრაელი“ მიწოდა. მიმაჩნია და ამას ვაფასებ როგორც ანტისემიტურ და რასისტულ განცხადებას, რომელიც შეურაცხყოფას მაყენებს არა მხოლოდ მე, არამედ საქართველოში მცხოვრებ მთელ ებრაულ საზოგადოებას. თანამედროვე სამყარო შეთანხმდა რომ ამ ენაზე არათუ პოლიტიკოსები, არამედ თანამედროვე ადამიანები არ საუბრობენ. სააკაშვილის სულიერ მდგომარეობაზე მე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ამ კაცმა მოახერხა და ამ 3 სიტყვაში პრაქტიკულად სამი დანაშაული ჩაიდინა. როდესაც საუბრობს აფერისტობაზე, ეს არის ღირსების შემლახავი ნორმა, მეორე რასისტული და მესამე ანტისემიტური განცხადება გააკეთა"-თქვა შოთა შალელაშვილმა.
ამავე ინტერვიუში გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით შოთა შალელაშვილმა შემდეგი განმარტება გააკეთა:
„1. აუცილებლად მინდა ვთქვა ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობაზე, რომ მიუხედავად ჩემი უდიდესი პატივისცემისა ამ ადამიანის მიმართ, მე არასოდეს არ მქონია და არც მაქვს მასთან არანაირ ბიზნეს ურთიერთობა
2. რაც შეეხება ჩემს შვილს, ის მართლაც იყო ეჭვმიტანილი კიბერდანაშაულში აშშ-ში. იგი არ იმყოფება წინასწარ პატიმრობაში, ველით სასამართლო გადაწყევტილებას და ყველ მონაცემით ის იქნება გამართლებული. საბანკო ყადაღასთან დაკავშირებით კითხვა კი ძალიან ტექნიკურია, იყო ტექნიკური შეფერხება ბანკის მხრიდან, რაც მალევე მოგვარდა და დღეს არანაირი შეფერხება არ არსებობს“, - განაცხადა შოთა შალელაშვილმა.
0
ავტორი: