„მოზარდების მკვლელობის საქმეზე, საზოგადოებას 10 ივნისამდე და შესაძლოა, უფრო ადრეც მივაწოდოთ ინფორმაცია“ „მოზარდების მკვლელობის საქმეზე, საზოგადოებას 10 ივნისამდე და შესაძლოა, უფრო ადრეც მივაწოდოთ ინფორმაცია“ />


  14:32:56     07-06-2018

„მოზარდების მკვლელობის საქმეზე, საზოგადოებას 10 ივნისამდე და შესაძლოა, უფრო ადრეც მივაწოდოთ ინფორმაცია“

a79668.jpg

სახალხო დამცველმა საქმის შესწავლა მხოლოდ დაიწყო და შესაბამისად, ცოტა გაუგებარია, წინასწარი დასკვნების გამოტანა, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნინო ლომჯარიას შეფასებას. 

ჯავახაძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიების კვალდაკვალ საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიება დაწყებულია რამდენიმე თვის წინ და ის იმ პირების გამოსაკვეთად მიმდინარეობს, რომელთაც რაღაც ქმედებით გავლენა მოახდინეს პროცესის მონაწილეებზე – იქნებოდა ეს ფინანსური თუ სხვაგვარი გავლენები. შესაბამისად, ყველაფერს შევისწავლით და თუ დამნაშავეები დადგინდა, მოხდება შესაბამისი რეაგირება. გარკვეული ახალი გარემოებები სასამართლო პროცესზე გამოიკვეთა, რომელთა აქტიური შესწავლაც ახლა მიმდინარეობს. გამოძიების მიმდინარეობის კვალდაკვალ საზოგადოებას ათ რიცხვამდე და შესაძლოა უფრო ადრეც მივაწოდოთ ინფორმაცია“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნინო ჯავახაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე მიესაჯა. 
0

ავტორი: