11:33:29     07-06-2018
სასამართლომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ ანა დოლიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ, მისი არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. აღნიშნული გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
ანა დოლიძემ საბჭოს მას შემდეგ უჩივლა, რაც ის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესიდან 14-მა მოსამართლემ აიცილა. დოლიძე მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით მის კრიტიკულ დამოკიდებულებასა და განცხადებებს უკავშირდებოდა. მისივე თქმით, კანონით საბჭოს არ ჰქონდა უფლება, რომ ის გასაუბრების პროცესიდან აეცილებინა. ანა დოლიძის ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტები უკვე გააცნო.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სარჩელს არ ცნობს. საბჭოს იურისტმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში კანონის საფუძველზე იყო მიღებული და გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი არ
0
ავტორი: