ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას ბრენდი Vetements-ი რუსული პასპორტის გამოსახულებით წითელ ჩექმებს აანონსებს. ჩექმის პირველი ფოტო ბრენდის ოფიციალური Instagram-ის გვერდზე გამოქვეყნდა.
ჩექმის იდეას გვერდის მიმდევრებში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.
რუსები კომენტარებში წერენ, რომ ეს უკანონობა და რუსეთის შეურაცხყოფაა. ქართველები კი დიზაინერს იდეის ქვეტექსტს უწუნებენ და აღნიშანვენ, რომ კოლექციაზე რუსული პასორტის გამოსახვა სირცხვილია.
დემნა გვასალიას შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში წითელი „რუსული ჩექმის“ ფასი ჯერჯერობით უცნობია.
0
ავტორი: