ევროსასამართლოში არჩილ ტატუნაშვილის წამებისთვის მომზადებულ სარჩელს ოპოზიცია იწუნებს ევროსასამართლოში არჩილ ტატუნაშვილის წამებისთვის მომზადებულ სარჩელს ოპოზიცია იწუნებს />


  17:09:50     06-06-2018

ევროსასამართლოში არჩილ ტატუნაშვილის წამებისთვის მომზადებულ სარჩელს ოპოზიცია იწუნებს

a79634.jpg

ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ არჩილ ტატუნაშვილის წამებისთვის შევა.

​როგორც ცნობილია, სარჩელზე საპარლამენტო უმრავლესობა მუშაობს თუმცა, საპარლამენტო უმცირესობა, რომელიც ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის შექმნის ინიციატორი იყო აცხადებს, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლება სათანადოდ არ მოქმედებს.

"პირველი ტიპის რეაგირება მთავრობის მხრიდან ადეკვატური იქნებოდა თუ უმოკლეს ვადაში იქნებოდა წარმოდგენილი ოთხოზორია ტატუნაშვილის სია, როგორც პარლამენტმა დაავალა მთავრობას.

თითქმის სამი თვე გავიდა, მესმის რომ შემდეგ კვირაშია ოფიციალური ბოლო ვადა, მაგრამ არ მესმის, არც მორალურად და არც პოლიტიკურად  როგორ მოახერხა მთავრობამ, რომ ამ ორთვენახევრის მანძილზე არცერთი ნაბიჯი არ გადადგა, ეს სია არ შექმნა და პარლამენტს არ მიაწოდა.

რატომ ელოდებიან ბოლო დღეს ეს ჩემთვის არის სრულიად გაუგებარი“- განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი მიაჩნიათ, რომ რუსეთის წინააღმდეგ პარლამენტმა ძალიან მკაცრი რეზოლუცია მიიღო, სადაც ძალიან მკაცრად არის მოთხოვნილი ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე კონკრეტული ქმედებები.

„ასევე იცით, რომ ივნისში ოთხოზორია-ტატუნაშვილის შავი სიის ფორმირება მოხდება, სადაც შევლენ ამ მკვლელობაში და სხვა ჩვენი თანამოქალაქეების მკვლელობაში ბრალდებული პირები. ჩვენ ასევე ვმუშაობთ, რეზოლუციაში ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან აისახოს არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას საკითხი ძალიან პრინციპულად. ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას, რომ რუსეთის ფედერაციამ და საოკუპაციო რეჟიმმა აიღოს პასუხისმგებლობა მომხდარზე,“-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ. 0

ავტორი: