ავთანდილ დემეტრაშვილი: რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა შესაძლებელია ავთანდილ დემეტრაშვილი: რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა შესაძლებელია />


  12:48:43     06-05-2018

ავთანდილ დემეტრაშვილი: რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა შესაძლებელია

a79612.jpg

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი განმარტავს რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა შესაძლებელია. 

კონსტიტუციონალისტი, „პრესა.ჯისთან“ ინტერვიუში იმ პროცედურებზეც საუბრობს, რომელიც პრემიერის გადადგომისა და მთავრობის დაშლის შემთხვევაში უნდა ამოქმედდეს.

„პრესა.ჯი“: რა ხდება პრემიერის გადადგომის შემთხვევაში? 

ავთანდილ დემეტრაშვილი: პრემიერ-მინისტრის გადადგომა არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. 

 კონსტიტუციური ნორმების შესაბამისად, პრემიერის გადადგომა ავტომატურად იწვევს მთავრობის გადადგომას. 

მერე უნდა დაიწყოს ახალი მთავრობის ფორმირება. მანამდე კი, მთავრობა შეასრულებს მოვალეობას. 

- რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა შესაძლებელია? 

- დიახ, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა შესაძლებელია. პრემიერის გადადგომისა და მთავრობის დაშლის შემდეგ, თუ პარლამენტმა ვერ შექმნა ახალი მთავრობა, ამ შემთხვევაში შეუძლია პრეზიდენტს, დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს ვადამდელი არჩევნები. ეს ერთი ვარიანტი. 

მეორე ვარიანტი, რომელიც უკვე დამოკიდებულია პოლიტიკურ სიტუაციაზე, გულისხმობს იმას რომ მთავრობა გადადგეს და პარლამენტიც დაიშალოს თავისი ნებით. თუმცა, ეს ძალიან აბსტრაქტული ვარიანტია. 

ხოლო იუსტიციის მინისტრის გადადგომის შემთხვევაში, არაფერიც არ მოხდება. პრემიერი დანიშნავს იუსტიციის ახალ მინისტრს და ამით, ეს პროცედურაც ამოიწურება. 
0

ავტორი: